“ამ ვითარებაში სიგიჟე იქნებოდა შეზღუდვების მოხსნა” – გერმანიაში კოვიდშეზღუდვების მოხსნის ვადები დაასახელეს

გერმანიაში კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა Bild TV-ის ეთერში თქვა.

“ვფიქრობ, დავიწყებთ შემსუბუქებებს აღდგომამდე. ამასთან, შეზღუდვების მოხსნის პირობა უნდა იყოს ის, რომ “ომიკრონით” ინფიცირების ტალღამ პიკს თებერვლის შუა რიცხვებამდე მიაღწიოს. ამ ვითარებაში სიგიჟე იქნებოდა შეზღუდვების მოხსნა. რა იქნებოდა გერმანიაში, ინგლისის მსგავსად რომ მოვქცეულიყავით? დღეში, ალბათ, 300-მდე სიკვდილი გვექნებოდა.  დღეს კი გაცილებით ნაკლებია, 60-დან 80-მდე. პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების წყალობით, გერმანიაში სიცოცხლის გადარჩენა ყოველდღიურად ხდება“, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები