ერდოღანი 2023 წელს პრეზიდენტად მესამე ვადით იყრის კენჭს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “სახალხო ალიანსის” კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ალიანსის პარტიაში შემავალი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა, დევლეთ ბაჰჩელმა განაცხადა.

“ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ცხადია, რომ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მე მჯერა, რომ ბატონი ერდოღანი 2023 წლის ივნისის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და “სახალხო ალიანსი” ასევე მოიპოვებს ახალ გამარჯვებას”, – განაცხადა ბაჰჩელიმ.

ამის შესახებ გაზეთი Star-ი წერს.

თურქეთში მომდევნო საყოველთაო არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე – საპარლამენტო, 2023 წლის ივნისში გაიმართება.

ქვეყნის მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” (AKP) და “ნაციონალური მოძრაობის პარტიამ” (MHP) “სახალხო ალიანსი” შექმნეს.

რაც შეეხება ერდოღანს, მან ქვეყნის პრეზიდენტის სავარძელი პირველად 2014 წლის 10 აგვისტოს დაიკავა, 2018 წელს, ვადამდელ არჩევნებში ის მეორედ იქნა არჩეული.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პირი პრეზიდენტად 5 წლის ვადით, ზედიზედ მხოლოდ ორჯერ აირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები