საქართველოს პრეზიდენტი ჩარგალში „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო (ვიდეო)

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად დღეს სოფელ ჩარგალს ესტუმრა და „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო.
პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ასევე ხალხური რეწვის და მხატვრობის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტს მხატვარმა რეზო მექვაბრიშვილმა საკუთარი ფერწერული ტილო „სამი ალვის ხე“ უსახსოვრა.
„ქართველ ხალხთან ერთად ვზეიმობთ იმ საოცარ დახვეწილობას, პოეტურობას, მაგრამ ალბათ უფრო ყველაზე მეტად ძალას, რომელიც იყო ვაჟა-ფშაველაში და არის ჩვენს ერში, ეს ის ადგილია სადაც იქმნდებოდა კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, ბედნიერი ვარ რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ვაჟა -ფშაველას პოეზია არის ის, რაზეც ჩვენ ვიზრდებოდით და გაიზრდება მომავალი თაობა“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილს ჩარგალში დუშეთის რაიონის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაჟა-ფშაველას შვილიშვილმა ლელა რაზიკაშვილმა უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად „ვაჟაობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობასთან ერთად სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. წარმოგენილია, ქართული რეწვის ნამუშევრები, სრულდება ფოლკლორული ნაწარმოებები. დღესასწაულის ფარგლებში დიზაინერ ანა ჩანგიანის მიერ თექისგან შექმნილი ტანისამოსის ჩვენებაც მოეწყო. ანა ჩანგიანის ნამუშევრები სამოდელო სააგენტო “კატრინის“ დიზაინერებმა მოირგეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო „კვირა“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=82MCLhLGJ-0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები