რუსეთში ქალი მერვე სართულიდან გადმოვარდა, გადარჩა და სასწრაფო დახმარების გამოძახება შეძლო (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ იაკუტსკში 30 წლის ქალი საცხოვრებელი ბინის მერვე სართულიდან გადმოვარდა. ის გადარჩა და საკუთარი თავისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი შეძლო. როგორც საინფორმაციო სააგენტო „News.Ykt.Ru“ იტყობინება, ინციდენტი გასულ პარასკევს, დილის 11 საათზე მოხდა.

„ქალი მერვე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა. მან საკუთარ ბინაში დაბრუნება და სასწრაფო დახმარების გამოძახება შეძლო“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ქალი რეანიმაციაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება მომხდარის ვიდეო ჩანაწერი. ქალი ვარდნისას მავთულებს გამოედო, გადაბრუნდა და თოვლის გორაკში ჩავარდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები