დავით ქართველიშვილი: ის “აქ” არის, თუ “იქით”? ბიაზი რომ გასკდა თქვენს თავზე ნიკანორ – ეს ხომ ყველაზე უკეთ შენ იცი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რა ვქნა…მიყვარს ეს იროდიონი “ცისფერი მთებიდან”. მთელი ფილმი რომ ვერ გაურკვევია, ის “აქ” არის, თუ “იქით”? შვებულებაში უკვე გასულია “ფაქტიურად” თუ დაბრუნებულია უკვე იქიდან. შარვალი გაერღვა ბოლო-ბოლო, თუ ეს გამსკდარი ბიაზის ხმა იყო? ბიაზი რომ გასკდა თქვენს თავზე ნიკანორ – ეს ხომ ყველაზე უკეთ შენ იცი. ხოლო ამ ვიდეომ ჩემს ლექციებზე შენი მასალის მოყოლის მანერა გამახსენა – ერთ წინადადებაში სამ ერთმანეთის გამომრიცხავ მოსაზრებას ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად რომ ასაღებდი”, – წერს ქართველიშვილი “Facebook”-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები