საქართველოში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება (ვიდეო)

   საქართველოში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა. მისი თქმით, საკიხთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია იმსჯელებს. “შარშან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა ინიციატივა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. სამთავრობო კომისია, რომელიც შეიქმნება უახლოეს დღეებში, ამ საკითხზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ცოტაა მსოფლიოში ჩვენისთანა პატარა ერი, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი, რომლის წარმომადგენლების შედევრები ღირსეულად ამშვენებენ მსოფლიო ლიტერატურულ საგანძურს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ვაჟაობის აღნიშვნას მომავალი თაობებიც გააგრძელებენ.
ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმთან სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. წარმოგენილია, ქართული რეწვის ნამუშევრები, სრულდება ფოლკლორული ნაწარმოებები. ვაჟაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიზაინერ ანა ჩანგიანის მიერ თექისგან შექმნილი ტანისამოსის ჩვენებაც მოეწყო. ანა ჩანგიანის ნამუშევრები სამოდელო სააგენტო “კატრინის“ დიზაინერებმა მოირგეს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო „კვირა“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SmjLdEC4yDs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები