ზაქარია ქუცნაშვილი: თუ მართალი კაცია შეკითხვებს პასუხი გასცეს

   მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს უმრავლესობის წევრები აფასებენ. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ის არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ გამოძიებას სააკაშვილის მისამართით ბევრი კითხვა აქვს.
„არაბუნებრივს იმაში ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ არსებობს უამრავ საქმეზე შეკითხვა და შესაბამისად, გამოძიება ითხოვს ამ შეკითხვებზე პასუხს. ვნახოთ სააკაშვილი როგორ მოიქცევა. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ დონეზე, რასაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილი და შესაბამისად, გვაინტერესებს რა ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს და სააკაშვილს ეყოფა თუ არა ღირსება იმისათვის, რომ თუ მართალი კაცია შეკითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები