ვინ შეცვალის სტოლტენბერგს ნატო-ს გენმდივნის თანამდებობაზე – კანდიდატების ვინაობა ცნობილია

გერმანული გამოცემა DPA ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხუთ კანდიდატს ასახელებს, მას შემდეგ – რაც გავრცელდა ინფორმაცია იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

DPA წერს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატები არიან: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი – ტერეზა მეი; ჰოლანდიის პრემიერმინისტრი, მარკ რუტე; ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი; ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ დასახელებული პირები არიან წარდგენილნი, როგორც პოტენციური კანდიდატები.

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იაკვებს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ის პოსტის დატოვებას გეგმავს და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ნორვეგიის ეროვნულ ბანკს უხელმძღვანელებს.

იენს სტოლტენბერგმა 1987 წელს დაამთავრა ოსლოს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

მანამდე, მას ჰქონდა ხანგრძლივი კარიერა ნორვეგიის პოლიტიკაში, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერად, პრემიერმინისტრად, ფინანსთა მინისტრად და ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები