აშშ-მა ხორვატიას სამხედრო ვერტმფრენები მიაწოდა

შეერთებულმა შტატებმა ხორვატიას ორი სამხედრო ვერტმფრენი Black Hawk გადასცა, რომელიც ჩაერთო იარაღის მინი რბოლაში რუსეთის მოკავშირე მეზობელ სერბეთთან.

აშშ-ის საელჩომ ზაგრებში განაცხადა, რომ გადაცემული UH-60M მრავალფუნქციური ვერტმფრენები დაეხმარება ხორვატიის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ნატო-ს მხარდასაჭერად მის მზადყოფნას.

„Black Hawk იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა მისიების შესასრულებლად სპეციალური ოპერაციებიდან დაწყებული, ჯარების ტაქტიკური ტრანსპორტირებითა და აერომედიცინული ევაკუაციით დამთავრებული“, – განაცხადა აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარკ ფლემინგმა, როდესაც ვერტმფრენები ზაგრებში საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიტანეს.

სერბეთი, რომელიც 1990-იან წლებში იბრძოდა ხორვატიასთან იუგოსლავიიდან გასვლის გამო, ბოლო დროს, ძირითადად, შეირაღებაში იღებს რუსულ და ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებს, დრონებს და საზენიტო სისტემებს. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა სერბეთს 30 საბრძოლო ტანკი და 30 ჯავშანტრანსპორტიორი მიაწოდა.

სერბეთმა ასევე შეიძინა მოწინავე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები “პანცირ”, ასევე, დამრტყმელი და სატრანსპორტო ვერტმფრენები და ჩინური დრონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები