პაკისტანში თავდასხმას 7 სამხედრო და 13 ტერორისტი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში, პაკისტანის სასაზღვრო კორპუსის გასამხედროებული ჯგუფის ორ ბანაკზე თავდასხმის შედეგად, 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 13 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ უსაფრთხოების ძალებმა მოიგერიეს ორივე თავდასხმა, რომელიც გვიან ღამით პროვინციის პანჯგურსა და ნუშკის რაიონებში მოხდა.

თავდასხმების შედეგად ოთხი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, ასევე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

„შეტევების მოგერიების შემდეგ, უშიშროების ძალებმა ჩაატარეს ოპერაციები ამ ტერიტორიებზე დამალული ტერორისტების გაწმენდისა და დაჭერის მიზნით. ნუშკის რაიონში უშიშროების ძალები კიდევ ხუთ ტერორისტს წააწყდნენ და ისინი მოკლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ასევე ოთხი ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ოფიცერი. გარდა ამისა, ფანჯგურის რაიონში ოთხი ტერორისტი ლიკვიდირებულია და სულ მცირე, ხუთი ალყაში მოექცა.

ამჟამად რაიონში უსაფრთხოების ძალების ოპერაცია გრძელდება. ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია სამი ჯარისკაცი, კიდევ ოთხი დაშავდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა “ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა ფრონტმა” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები