ფინეთის პრემიერი: რუსეთის მოთხოვნებზე კომპრომისი არ შეიძლება
ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის მოთხოვნები არ შეიძლება, იყოს კომპრომისული.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ფინეთს შეუძლია, ევროკავშირის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მისი თქმით, გამოწვევა რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას.
ამის შესახებ Yle.fi წერს.
შეხვედრის ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა უკრაინის გარშემო არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიინისტემ გუშინ პარლამენტის გახსნის სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოების საფუძვლებისთვის, მაგრამ არ არის საჭირო დიდი ყურადღების მიპყრობა მისი გზავნილებისთვის, რადგან “ახალი არაფერია”.