საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელია მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები