რუსეთში Deutsche Welle აკრძალეს

რუსეთის ხელისუფლებამ გერმანულ მედიაკომპანია Deutsche Welle-ს სანქციები დაუწესა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაიხურება DW-ის კორესპონდენციის ოფისი მოსკოვში.

რუსული DW-ის ბიუროს თანამშრომლებს ჩამოერთმევათ აკრედიტაცია, შეჩერდება გერმანული მედიაკომპანიის თანამგზავრული და სხვა მაუწყებლობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება აპირებს, განიხილოს DW-ს “უცხოურ აგენტად” აღიარების საკითხი.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გერმანიაში კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხის Russia Today (RT DE) სატელიტური და ონლაინ მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ მიიღეს. გერმანიის ლიცენზირებისა და ზედამხედველობის კომისიამ (ZAK) შესაბამისი გადაწყვეტილება 2 თებერვალს მიიღო და განაცხადა, რომ RT DE-ს არ აქვს გერმანიაში მაუწყებლობის ლიცენზია, რაც საჭიროა „გერმანიის მედიის რეგულაციების მოდერნიზაციის შესახებ სახელმწიფო კანონის“ შესაბამისად.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვი აპირებს შეადგინოს გერმანიის მოქალაქეების სია, რომლებსაც იმ მიიჩნევს კავშირში RT DE-ს მაუწყებლობის შეზღუდვასთან. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. სია არ გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები