კულება: რუსეთმა უნდა მისცეს ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიები და არა – პირიქით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა მისცეს ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიები და არა – პირიქით.

ამის შესახებ მან ნატო-ს “ბუქარესტის ცხრიანის” მინისტერიალზე თქვა.

„სწორედ ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა დაუსვას რუსეთის ფედერაციას ასეთი კითხვები. როდის აგვიხსნის ყველას რუსეთი, როგორ ესმის საკუთარი ვალდებულება, არ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე, კერძოდ, უკრაინის“, – თქვა მინისტრმა.

კულებამ კოლეგებს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის შესახებ აცნობა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები ემუქრება ცენტრალური ევროპის ქვეყნებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ბუქარესტის ცხრა” ქვეყანა, კიევის თხოვნით, ამზადებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს “უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების, კიბერთავდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები