ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები უკრაინას დამატებით მხარდაჭერას აღმოუჩენენ

ნატო-ს ბუქარესტის ცხრა ქვეყანა (პოლონეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი) უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, მინისტრთა ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, უკრაინის თხოვნით, ამზადებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების, კიბერთავდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან აურესკუსის მიწვევით, შეხვედრაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიიღო მონაწილეობა.

ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი, რომელმაც შეხვედრა შემდეგნაირად შეაჯამა: „სიმტკიცე, სოლიდარობა, დეესკალაცია და დიალოგი“.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ – ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები