თამარ გაბუნია: 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მაღალი ასაკის ადამიანები ვაქცინაციის სანაცვლოდ წახალისებას კვლავაც მიიღებენ.

“წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერ დოზის, ასევე, პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით, ეს კომპონენტი გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები