სვენ მიქსერი: ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია
“ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია”, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
სვენ მიქსერის თქმით, მისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები.
„სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომლებიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ – მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.