„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ყველა არ ჩაერთო ამ შეთანხმებაში და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო. ველოდებით, რომ მხარეები შეასრულებენ დადებულ პირობებს”, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა ყოველთვისაა შესაძლებელი.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ყველა არ ჩაერთო ამ შეთანხმებაში და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო. ჩვენ აქ გამოვხატეთ ჩვენი რეალური მხარდაჭერა მედიატორობით. ველოდებით, რომ მხარეები შეასრულებენ დადებულ პირობებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმასა და სხვა ელემენტებს, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავდა. კონსენსუსი ყოველთვისაა შესაძლებელი. მსოფლიოში არ არსებობს პარლამენტი, რომელიც მხოლოდ კონსენსუსზე დაფუძნებით მუშაობს. ხშირად კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელიც კია. ცხოვრება გვაჩვენებს, რომ რაღაცნაირად უნდა ვიმოქმედოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც კონსენსუსი არ არის. კომპრომისი არის ის, რისი მოლოდინიც გვაქვს და იმედია, ამას უკეთ ვნახავთ. რაც შეეხება ევროპარლამენტს, გთავაზობთ დახმარებას დიალოგის მხრივ, რომელიც ღია რჩება ხოლმე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ასევე წამოიწყო ინიციატივა მეტი დიალოგისთვის, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ინიციატივაა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.