საფრანგეთში კოვიდსერტიფიკატებზე უარი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე თქვან
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა არ გამორიცხა, რომ ე.წ. კოვიდსერტიფიკატების გამოყენებაზე უარის თქმა,ლ ქვეყანაში გაცილებით ადრე მოხდეს, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული – ივლისის ბოლო.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
„ერთ დღეს ეს წარსული გახდება და, ეპიდემიის ამჟამინდელი დინამიკის გათვალისწინებით, ეს შეიძლება, ივლისზე ბევრად ადრე მოხდეს“, – თქვა მინისტრმა.
ვერანის თქმით, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა და სამედიცინო სისტემის შესაძლებლობა, შეუფერხებლად უზრუნველყოს გეგმური მკურნალობის სერვისები და მოემსახუროს სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს.
ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში, და თუ ახალი სახიფათო შტამები არ გამოჩნდება, შესაძლებელი იქნება კოვიდსაშვის გაუქმების საკითხის დაყენება.
მიმდინარე ტალღასთან დაკავშირებით მინისტრმა თქვა, რომ „ყველაზე უარესი წარსულშია“, ქვეყანამ გადალახა ინფექციების პიკი და ახლა ჰოსპიტალიზაციის პიკია.