არგენტინაში “კოკაინით” 17 ადამიანი დაიღუპა, 56 კი მოიწამლა

არგენტინაში, უცნობი ნივთიერებით გაზავებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინით” მოწამვლის გამო, 17 ადამიანი დაიღუპა და 56 ჰოსპიტალიზებულია.

BBC News-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბუენოს აირესის პროვინციაში მოხდა.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება, რომლითაც ნარკოტიკული საშუალება იყო გაზავებული, ტოქსიკური იყო.

წინასწარი მონაცემებით, ყველა დოზა, რომელმაც მოწამვლა გამოიწვია, შეძენილია ერთ მომწოდებლისგან ტრეს დე ფებრეროში. ინციდენტის შემდეგ, რეგიონში რეიდები დაიწყო, რომლის დროსაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები შედარებულია იმათთან, რომლებიც მსხვერპლთა მიერ იყო გამოყენებული.

გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები