საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მზად არის, დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტის შედეგად შეიძლება დაზარალდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
კრისტალინა გეორგიევას თქმით, სანქციები აუცილებლად შეაფერხებს ზოგიერთ ფინანსურ ტრანზაქციასა და ფინანსური სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას SWIFT-ის ფინანსური ტრანზაქციების ქსელზე.
„თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუციაში, როდესაც გვერდითი ეფექტი დადგება, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მეტ ჩართულობას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით მოქმედებისთვის.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის დაკრედიტების შესაძლებლობა“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა.