ლაშა მესხი ოპოზიციის ნაწილზე: ხალხის გაჭირვებაშიც სარგებელს ეძებენ

უფლებადამცველი ლაშა მესხი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ფსევდო ოპოზიციის მხრიდან ამჯერად ხალხის სოციალური პრობლემებით დაინტერესება და “სოციალური პროტესტები” არის ფარსი. ისეთივე ფარსი, როგორიც მათი საპარლამენტო ფსევდო ბოიკოტი.

ხალხის გაჭირვებაშიც სარგებელს ეძებენ. ამიტომ გაქვთ 0 საზოგადოებრივი ნდობა და ამიტომაა თქვენი ყველა მცდელობა უშედეგო.

ხალხი ყველაფერს მშვენივრად ხვდება და არავინაა თქვენი მარიონეტი საკუთარი ბინძური პოლიტზრახვების გზაზე”, – წერს ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები