“საქართველო ყველაზე უკეთ ხვდება, რა ხდება ახლა უკრაინაში. თქვენი პარლამენტის შედეგიანი და ფოკუსირებული რეაქცია მისასალმებელია”,- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მისივე განცხადებით, ნებისიმერი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოხატულიმხარდაჭერა უკრაინისადმი, შეინარჩუნებს სიმშვიდეს და პრობლემის დიპლომატიურადმოგვარებას შეუწყობს ხელს.
“დარწმუნებული ვარ, ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება თუ იქნება ამის პოლიტიკური ნებადა სურვილი – საქართველოს კი ორივე აქვს”,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1-ელ თებერვალდ მიიღო. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.