ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო. ასევე, განხილულ იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების გზები.

გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ, ადგილზე გაეცნობიან სოფლის პრობლემებს და იზრუნებენ მათ დროულად მოგვარებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები