დავით ზილფიმიანი: ღილაკზე თითის დაჭერით შენ წყვეტ, უჭერ თუ არა მხარს შენ სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას, ეს არის მხარდამჭერი დოკუმენტი

“ღილაკზე თითის დაჭერით შენ წყვეტ, უჭერ თუ არა მხარს შენ სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სწორი დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარის თქმა იმ არგუმენტით, რომ იქ ერთი სიტყვა აკლია.

„ეს არის მხარდამჭერი დოკუმენტი, ამიტომ, ვერაფრით ვერ მივიღებ იმას, რომ იქ ერთი სიტყვა აკლია და იმიტომ არ ვუჭერ მხარსო, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, კარგი იყოს, რომ ის სიტყვები იყოს დოკუმენტში, მაგრამ იმის გამო, რომ აკლია და მხარს არ უჭერ, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები