სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა
დღეს, 2 თებერვალს, 17:30 სთ-ზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი კომპანიებში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“ სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს.
კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.