ხუთმა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი ფონდი შექმნა – ამჟამად, ის 47 მილიონ დოლარს შეადგენს

აშშ-მა, შვედეთმა, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდამჭერი ფონდი შექმნეს, რომელიც ამჟამად 35 მილიონ ფუნტს მოიცავს (47 მილიონი დოლარი).

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ფონდის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ ფონდს ამჟამად 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს, პირველი პროექტებისთვის.

თანხები მოხმარდება თემებს, მათ მდგრადობას, ადამიანებს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა აღნიშნა, რომ პარტნიორები, უკრაინის მთავრობასთან ერთად, ამ ფონდის მეშვეობით დახმარებას გაუწევენ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ფონდში 11,5 მილიონი ფუნტის (14,8 მილიონი აშშ დოლარი) წვლილს შეიტანს სამი წლის განმავლობაში.

შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, აპირებს, ფონდში 5 მილიონი დოლარიდან 10 მილიონ დოლარამდე გაზარდოს შენატანი.

კანადა10-დან 15 მილიონ კანადურ დოლარს (12 მილიონ დოლარამდე) გამოყოფს ფონდს ესკალაციის შესაჩერებლად.

შვედეთი ფონდს შესწირავს 50 მილიონი შვედურ კრონს (5.4 მილიონი აშშ დოლარი).

დაფინანსება მოხმარდება ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში შესაძლებლობების განვითარებას, როგორიცაა ტექნიკური რჩევების მიწოდება ხელისუფლებისთვის ან საგრანტო ინვესტიციების უზრუნველყოფა, რომლებიც ქმნიან ეკონომიკურ შესაძლებლობებს და აუმჯობესებენ საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები