ქართველი კარატისტების 3 მედალი თეირანის საერთაშორისო ტურნირიდან – 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

29-30 იანვარს, ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური XVII საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. ამ პრესტიჟულ შეჯიბრზე, რომელიც ირანის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ქართველმა კარატისტებმა ზედიზედ მეათედ მიიღეს მონაწილეობა და ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს: ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალები მოიპოვა 15 წლის ნიკა ყარმაზანაშვილმა ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეში -65 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ასევე უფროს კატეგორიაში ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი აიღო მზეჭაბუკ მახარაძემ.

მზეჭაბუკ მახარაძე არის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში – 100-მდე მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები