ლევან ხაბეიშვილი: ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როცა უკრაინის პარლამენტში გამოფინეს მათი მხარდამჭერების დროშები და ამ დროშებს შორის არ იყო საქართველოს დროშა
“ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როცა უკრაინის პარლამენტში გამოფინეს მათი მხარდამჭერების დროშები და ამ დროშებს შორის არ იყო საქართველოს დროშა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა, ნახსენები არ არის.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რათა უკრაინელ ხალხს არ ჰქონდეს აღქმა, რომ საქართველო უცხადებს იმ დონის მხარდაჭერას, რომ თუნდაც ჩვენი დროშა ყოფილიყო წარმოდგენილი. მინდა, ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას. ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და ნამდვილად აღიარებს, რომ უკრაინას ნამდვილად რუსეთი დაესხა თავს. ასევე ვწუხვარ იმის გამო, რომ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში არსად არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც დატაცებული აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.