პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
“გაუგზავნე მხარდაჭერა უკრაინას” – თბილისში, პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი “დროა”-ს ლიდერი, ელენე ხოშტარიაა.
პარტიის ინფორმაციით, ადგილზე მიტანილია უკრაინის დროშა, რომელზე ხელმოწერაც და ამ ფორმით უკრაინისთვის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს 12:00-დან 15:00 საათამდე შეუძლია. მსგავსი სოლიდარობის აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი.
“დროა”-ს წარმომადგენლები დროშებს და გზავნილებს კიევში წაიღებენ და რადას წევრებს მხარდაჭერის ნიშნად გადასცემენ.