როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 2 თებერვლის კოვიდ-სტატისტიკა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: თბილისი – 12 804; აჭარა – 2 190; იმერეთი – 3 689; ქვემო ქართლი – 1 581; შიდა ქართლი – 1 466; გურია – 439; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 623; კახეთი – 1 298; მცხეთა-მთიანეთი – 617; სამცხე-ჯავახეთი – 511; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც: 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 126.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 139, იმერეთში – 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 44, იმერეთში – 23.
2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 193 – თბილისში, 599 – აჭარაში. 173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო შვიდი დღის – 26,38%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 226 444 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 030 065 გამოჯანმრთელდა, 15 060 კი, გარდაიცვალა.