ჯანმო ქვეყნების მთავრობებს COVID-19-ის შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, სიფრთხილე გამოიჩინინ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისას, რადგან ბევრ ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია “ომიკრონის” შტამით ინფექციების პიკისთვის.

ამის შესახებ  ჯანმო-ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა, მარიან ვან კერხოვემ განაცხადა.

”მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ, რადგან ბევრ ქვეყანაში ჯერ არ გადაუვლია “ომიკრონის” ინფიცირების პიკი, ბევრმა ქვეყანამ ჯერ ვერ მიაღწია ვაქცინაციის საჭირო დონეს”, – თქვა მან.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ მოსახლეობაში ვაქცინაციის დონით, ასევე, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით.

ექსპერტმა გაიხსენა, რომ გასულ კვირას მსოფლიოში, დაახლოებით, 22 მილიონი ინფიცირებული იყო, უმეტესობა – “ომიკრონით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები