მიხეილ დაუშვილი: უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისია დღეს შავი ზღვის რეგიონში, რომლის მთავარი საფრთხე რუსეთია
„დღეს ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არაფერს ვამბობთ ადამიანსა და ადამიანის საჭიროებებზე, განსაკუთრებით, ეს „ქართულ ოცნებას” ეხება. ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მძიმე რეალობა აქვთ და ძალიან მძიმე პრობლემებთან უწევთ გამკლავება, როგორიცაა კოვიდი, მძიმე სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, ინფლაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, მიხეილ დაუშვილმა გაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა რთულია, რადგან ერთდროულად ორი სახის კრიზისია: პოლიტიკური და ეკონომიკური.
„ამას ემატება ძალიან მძიმე მდგომარეობა რეგიონში – უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისია დღეს შავი ზღვის რეგიონში, რომლის მთავარი საფრთხე რუსეთია”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.