დავით ხაჯიშვილი ბათუმის მერს საკრებულოს წევრებთან შეხვედრას სთხოვს

????????????????????????????????????

„ბათუმის მერიის მთავარ შესასვლელთან დღესაც პოლიციის კორდონი დგას და მერის სამუშაო ოთახთან მისვლის უფლებას არ აძლევენ ბათუმის საკრებულოს წევრებს, რომელთაც რეალურად სურთ ბათუმის მერთან შეხვედრა და მასთან ერთად პრობლემების მოგვარება”, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალურ პოლიციას  განსაკუთრებით დღეს, ალყაში აქვს მოქცეული ბათუმის მერიის და საკრებულოს შენობა. კოლეგებო, გთხოვთ, გადაეცით მერს, შეხვდეს საკრებულოს წევრებს და ერთად სცადონ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ბათუმშია”.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს. მას მიაჩნია, რომ უკრაინის თემა ეს არის საკითხი, სადაც მიღებული უნდა იქნეს შეთანხმებული დოკუმენტი.

„გულწრფელად მჯეროდა, რომ უკრაინის თემა არის საკითხი, სადაც პარტიული განსხვავებები უნდა დაგვევიწყებინა და ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია წარმოგვედგინა, მაგრამ რამდენიმე საათში ჩვენი საერთო შეთანხმებული ვერსია გაქრა. გააქრეთ სიტყვა რუსეთი. ჯერ კიდევ მჯერა, რომ შეგვიძლია შევასწოროთ დოკუმენტი და დავუბრუნდეთ იმ ვერსიას, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად დავუჭერთ მხარს და ეს ფაქტი ისევე, როგორც ადრე, ჩაიწერება საპარლამენტო ისტორიაში”, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები