ლევან იოსელიანი – „ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა, ამიტომ, მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ”

„რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს ნახსენები. ეს არის ჩვენი პოზიცია რადგან თვითონ რეზოლუციის შინაარსი ეხება რუსეთს და არ ეხება სხვა ქვეყანას”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მე მართლა არ მესმის „ქართული ოცნების” ლოგიკა და გაჯიუტება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ვმონაწილეობდით, სადაც ისეთ რთულ საკითხებს, მაგალითად, რეზოლუციას ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის შესახებ მხარი დავუჭირეთ, ერთხმად წავედით წინააღმდეგი რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების საკითხი.

საქართველოში რატო გახდა ეს საკითხი შეუთანხმებელი, ყველა ვთანხმდებით, დოკუმენტში რომ ეწეროს სიტყვა “რუსეთის ფედერაცია” ყველაფერი მოგვარებულია, მეორე მხრივ, ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ეს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კინკლაობა და უკრაინის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ერთმანეთთან კინკლაობა. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა, ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც იქნებოდა განსხვავებული ტექსტი და იქნებოდა ნახსენები რუსეთის ფედერაცია”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები