ანა ბუჩუკური: ჩვენი შეთავაზება “ოცნებისადმი” ძალაშია – ყველგან, სადაც დაკარგეთ უმრავლესობა და ჩვენ ვართ წარმოდგენილი გადამწყვეტი ხმის უფლებით, თქვენი წარმომადგენელი იყოს არჩეული და დანიშნული ხელმღვანელ თანამდებობებზე

????????????????????????????????????

„ჩვენ თავიდანვე შევთავაზეთ და დღესაც ეს შეთავაზება ძალაშია “ოცნებისთვის” – ყველგან იქ, სადაც დაკარგეთ უმრავლესობა და ჩვენ ვართ წარმოდგენილი გადამწყვეტი ხმის უფლებით, თქვენი წარმომადგენელი იყოს არჩეული და დანიშნული, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე”, – მიმართა პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა „ქართულ ოცნებას” პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

ანა ბუჩუკურმა ასევე განაცხადა, რომ რუსთავი უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც მათი გუნდის წარმომადგენელი იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ.

„ამ არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ვართ, თითქოს, რაღაც ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს უკვე არადამაჯერებელია იმიტომ, რომ ფაქტი და დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებს. რეალობა კი ასეთია, როგორც კი არჩევნები დასრულდა, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა, საჯაროდ ამბობდნენ, რომ არ შეეგუებოდნენ ამ ახალშექმნილ რეალობას და გააკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურად შეეცვალათ. საბოლოოდ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში „ქართულმა ოცნებამ” განიზრახა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ამ მიზნისთვის შეეცადა, რომ შეექმნა ხელოვნური კრიზისები.

ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად, იძულებული გახდა, რომ ჩვენი გუნდის კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი არა იმიტომ, რომ მათ – ოპოზიციას მოსწონს ჩვენთან ძალაუფლების გაყოფა, არამედ უბრალოდ სხვა გზა არ იყო,”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლის განცხადებით, მათი პარტია მხარს არ უჭერს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. „ჩვენს მოსახლეობას იმდენად სისტემური პრობლემები აქვს და ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთლიანად ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული”, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები