“მოქალაქეები“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს უჭერს
“მოქალაქეები“ უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა – ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
“ყველა ხომ ვთანხმდებით, ამ დოკუმენტში სიტყვა “რუსეთის ფედერაცია” რომ ეწეროს, ყველაფერი მოგვარებული და დასრულებულია. მეორე მხრივ, დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტერმინზე გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და უკრაინის ინტერესი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ერთმანეთთან კინკლაობა. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას, ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამიტომ, ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.