ხათუნა სამნიძე: ერთადერთი შენიშვნა, რომ ჩაწერილიყო „რუსეთის ფედერაცია”, არ გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ”

„მთელი ეს პროცესი დაემსგავსა პარტიებს შორის ომს იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ ქვეყანაზე,” – ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ტექსტთან მიმართებით, რომელიც არსებობს და არ ვიყავით ბოლომდე კმაყოფილი ფორმულირებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა არსებობდა, რომ ჩაწერილიყო „რუსეთის ფედერაცია”, არ გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ”, აქვე ამატებს, რომ არანაირი შიში არ აქვს ამ ფრაზის ჩამატებაზე და რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მთავარი მიზანია, შეიმუშაოს ისეთი ტექსტი, რომელსაც ყველა დაეთანხმება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა”.
სამწუხაროდ, მხოლოდ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება დღეს, ამ ეტაპზე”, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები