ბექა დავითულიანი: კონსტრუქციულობა “ნაცმოძრაობასთან” შეუთავსებელი თვისებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა პარლამენტშიც და ქუჩაშიც დესტრუქციის მოწყობაა.

​მისივე თქმით, კონსტრუქციულობა “ნაცმოძრაობასთან” შეუთავსებელი თვისებაა.

„კონსტრუქციულობა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათის შტრიხი და ეს მათთან შეუთავსებელი თვისებაა. გამორიცხულია, რომ ისინი კონსტრუქციულები იყვნენ. მათი მიზანი არ არის რაიმე ფორმით მუშაობა. მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ მოაწყონ დესტრუქცია. ამას ეცდებიან პარლამენტში და ეცდებიან ქუჩაშიც. არსად არ გამოუვათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები