საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ

საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ” პარლამენტის რეზოლუციის პროექტის თაობაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

ბიუროს პარლამენტის წევრებმა: მიხეილ დაუშვილმა, ანა ბუჩუკურმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ და ალექსანდრე მოწერელიამ მიმართეს საკანონმდებლო წესით წარდგენილი „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც ბიურომ ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები