“დელტასგან” განსხვავებით, “ომიკრონი” პოსტკოვიდურ სიმპტომებს ნაკლებად ტოვებს” – ჯანდაცვის ექსპერტი

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ, “დელტა” შტამისაგან განსხვავებით, “ომიკრონის” შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელება უფრო მალე ხდება და, გარდა ამისა, ახალი შტამი პოსტკოვიდურ სიმპტომებს უფრო ნაკლებად ტოვებს.

“”ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შედარებით შემცირებულია, ასევე, აღსანიშნავია ის, რომ, “დელტასგან” განსხვავებით, გამოჯანმრთელება უფრო მალე ხდება და ნაკლებად ტოვებს პოსტკოვიდურ სიმპტომებს”, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

მისი თქმით, ინფექციის შეკავების საუკეთესო საშუალება ვაქცინაცია და კოვიდრეგულაციების დაცვაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები