შალვა ოგბაიძემ დიდი დიღმის N2 ავტობაზა დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს წევრთან ვლადიმერ ბოჟაძესთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან გიორგი შარკოვთან ერთად, დიდი დიღმის N2 ავტობაზა დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს წევრები, ადგილზე, დეტალურად გაეცნენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოძრავი 305-ზე მეტი ავტობუსი ავტობაზაზე დილიდან გადის.

შალვა ოგბაიძის თქმით, დიდი დიღმის ავტობაზა 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. აქ ავტობუსების რეცხვა, მათი ბუნებრივი აირით გამართვა და სრული დეზინფიცირება მკაცრად გაწერილი გეგმისა და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ყოველ დილით ხორციელდება. სულ ავტობაზაზე დაახლოებით 370 ავტობუსია და მათგან დაახლოებით 305 ყოველდღიურად მოსახლეობას ემსახურება.

“დილიდან დიდი დიღმის N2 ავტობაზაზე დავესწარით ყველა იმ პროცედურას რომელსაც ჩვენი მოსახლეობის მომსახურე ავტობუსები ყოველდღიურად გადიან.
ავტობუსების მომსახურებისა და დეზინფიცირების პროცედურები ზედმიწევნით სრულდება რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის. როგორც ცნობილია, დღეიდან, დედაქალაქი ერთიანი გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოთხასი ათასი ადამიანისათვის, რომელთა ნახევარზე მეტი სამგზავრო შეღავათებით სარგებლობს მგზავრობა კიდევ უფრო სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი გახდება. ყველას მშვიდობიან, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ვუსურვებ“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები