დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესია ჩანიშნული
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესია ჩანიშნული.
საქმე 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.
პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.