შოთა ჭიჭიაშვილი გიორგი სანაიაზე – ნარკოტიკების სფერო მძულდა და ჩახედული არ ვიყავი მასში, მაგრამ მგონია, ესეც ჭორია და არანაირი კასეტა არ არსებობს

კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­მა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო, “ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ილა­პა­რა­კა. ცი­ხის­თა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში იჯდა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რეს­პონ­დენ­ტი ვახო სა­ნა­ი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრმა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბა­კუ­რა­ძემ და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა და­გეგ­მეს და შე­ას­რუ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, კოტე ცი­ხის­თა­ვი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ჯერ კი­დევ 2018 წელს, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. იმ­ჟა­მად მან “რუს­თა­ვი- 2”-ში ცი­ხი­დან და­რე­კა და ტე­ლე­ვი­ზი­ას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მან თქვა ისიც, რომ სა­ნა­ია შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა მოკ­ლა. და რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა­ში და­ი­გეგ­მა; ცი­ხის­თავ­მა ახ­სე­ნა ასე­ვე ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და სა­ნა­ი­ას საქ­მე­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა მათი ბან­დის წევ­რებ­მა გა­და­ი­ღეს.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახ­მა, მსჯავ­რდე­ბულ კოტე ცი­ხის­თა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან 2018 წლის 24 თე­ბერ­ვალს მო­ი­თხო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ ამ საქ­მე­ზე ვახო სა­ნა­ია ერთხელ უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და და­კი­თხვა­ზე და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ვახო სა­ნა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ასე­ვე და­ი­კი­თხნენ: კოტე ცი­ხის­თა­ვი, გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

ცნო­ბი­სათ­ვის: ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მის­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, 2001 წლის 5 დე­კემ­ბერს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, იგი­ვე “გრიც­კო“ და 2003 წლის 9 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით, მას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად შე­ა­ფა­სა. 2013 წელს ხურ­ცი­ლა­ვას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის ამ ვერ­სი­ის არას­დროს სჯე­რო­და, მას შეკ­ვე­თილ პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და და სხვა­დას­ხვა დროს საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხულ შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვილს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ის 2013 წლის 3 ივ­ნისს ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა და სა­ქარ­თვე­ლოც იმა­ვე დღეს და­ტო­ვა. 2019 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლეს.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პან­კის­ში ადა­მი­ან­თა ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ გა­ტა­ცე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის იყო: ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, “წი­თე­ლი ჯვრის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, “აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის” თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის და ა.შ.

2013 წელს მისი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 2 დღე­ში, მასთნ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა გა­ზეთ­მა “ყვე­ლა სი­ახ­ლემ“ ჩა­წე­რა, რო­მელ­შიც ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტსა და მისი ბან­დის ყო­ფილ წევრ კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­ზეც ლა­პა­რა­კობს.

  • ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

“- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვალი ჰქონ­და…

– პეტ­რე არც ჩემი მე­გო­ბა­რია და არც მისი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კახა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დიდი ინ­ტრი­გე­ბი – ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხრიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კოტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კაცი. კახა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა «სას­ტავ­მა» კოტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ეს კაცი ჩემი სტუ­მა­რია და თუ რამე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კოტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კოტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მიერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცია. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნდა «დაგ­ვეთ­რია», უფრო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მერე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წია. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცია, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, წადი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვი­თხრა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გამო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კოტე ცი­ხის­თავს ვუ­თხა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდგა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვი­წყდა. არ მინ­დო­და მას­ში ეჭვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მერე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უ­წყო, შემ­დეგ იმ ქალს და­უ­წყო «ჩა­ლი­ჩი», მათი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

– ამ­ბო­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

– რამე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნია, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხო­ნოს, უფრო მო­მა­ვა­ლი “ნა­ცე­ბის” ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძირი რომ გა­მო­ე­თხა­რათ და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მისი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნია, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს“.

P.S. ambebi.ge ამ დღე­ებ­ში შე­ეც­დე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­თან, ვეც­დე­ბით, მეტი დე­ტა­ლი გა­ვი­გოთ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

წყრო: ამბები.GE

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები