ქუთაისის მერი – “6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიას გადასცემს”

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცემერი – დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

,,დღეს ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შევხვდით, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიით აჯილდოებს.

ეს არის მათი შრომის დაფასება და ჩვენი მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ, შემდეგ კი  შეძენილი ცოდნა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას მოახმარონ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის სტიპენდიატების პროგრამაში სიახლეა – 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიატების რაოდენობა გაიზრდება. თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიანტებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები