დავით ნარმანიან მაჩაბლის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლი მოინახულა
თბილისის არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, მაჩაბლის ქ.N15-ში ჩამონგრეული სახლი მოინახულა. მაჩაბლის ქუჩაზე სახლის კედელი წუხელ ჩამოინგრა. ჩამონგრეულ სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს. ნგრევამ ასათიანის ქუჩის N29-ში მცხოვრები ორი ოჯახიც დააზარალა, ვინაიდან ჩამონგრეული კედელი მეზობელი სახლის სახურავს დაეცა. ნგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
ნგრევის ადგილას დასუფთავების სამსახურმა სამუშაოები უკვე დაიწყო.
„ამჟამად ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ორშაბათიდან კი კედლის რეაბილიტაცია დაიწყება. მთაწმინდის გამგეობა და მერია დაზიანებული კედლის გამაგრების სამუშაოებს ერთად ჩაატარებენ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.