რეალური საფრთხე – NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთის აგრესიის შესახებ
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ზრდასთან მიმართებაში ქვეყნებს „ბალანსირებული მიდგომისკენ“ მოუწოდებს. ამის შესახებ მან “BBC”-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
სტოლტენბერგის აზრით, ვითარება უკრაინის საზღვართან, სადაც რუსეთმა დაახლოებით 100 ათასი სამხედრო პირის მობილიზება მოახდინა, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ქვეყნებმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მუშაობა უნდა გააგრძელონ.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ NATO მზად არის რუსეთის აგრესიის ესკალაციისთვის უკრაინის მიმართ. რაც უფრო მეტ აგრესიას გამოავლენს რუსეთი უკრაინის მიმართ, მით უფრო მეტი NATO-ს ჯარისკაცი იქნება გაგზავნილი აღმოსავლეთ ფლანგზე.