რუსეთის სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა
რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის კინემატოგრაფიის კავშირი ავრცელებს.
როგორც მსახიობის შვილი, ვასილი ამბობს, ის იანვარში პნევმონიისგან მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კურავლიოვი ცნობილია ფილმებიდან „აფონია“, „ივან ვასილისძე იცვლის პროფესიას“, „ვიი“ და სხვა.