ესტონეთში ქარბუქი მძვინვარებს

ესტონეთში ძლიერი ქარბუქი მძვინვარებს. ქვეყანაში გაუქმდა ავიარეისები, დაახლოებით 10 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ მოსახლეობას ავტომობილით გადაადგილებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცა.

აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას, Delfi ავრცელებს. ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 28მ/წმ-ს აღწევს. მეტეოროლოგების პროგნოზით უახლოეს დროში აღმოსავლეთ ესტონეთში ნალექი და ქარი გაძლიერდება. „ჩვენ უკვე მოგვიწია გაგვეუქმებინა ან გადაგვემისამართებინა სხვა ქალაქში 3-4 რეისი“,- იტყობინება ტალინის აეროპორტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები