აშშ-ში, სასტუმროში 16 სტუმარი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
ამერიკის ქალაქ მერისვილში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ სასტუმროში 16 ადამიანი უგონო მდგომარეობაში ნახეს, მათ შორის ორი წლის ბავშვია. მომხდარის შესახებ ტელეარხი Fox8 იუწყება.
სამართალდამცავების ცნობით, დაშავებულები აუზის ზონასთან იმყოფებოდნენ, ხოლო პატარა გოგონა უგონო მდგომარეობაში წყალში იყო.
სასტუმროს პერსონალი და სხვა სტუმრები ევაკუირებულები არიან. როგორც ცნობილია, სტუმრები უჩიოდნენ ყელში წვის შეგრძნებას და თავის ტკივილს. საავადმყოფოში გადაყვანილია 9 ადამიანი, სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.